ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილზე ძალადობის კვალის წაშლას ცდილობს - ადვოკატი
გორის ჰოსპიტალში ვიდეოკადრები წაშალეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილზე ძალადობის ფაქტს ასახავდა - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა განაცხადა. დიტო საზაგლიშვილის მტკიცებით, ხელსიუფლება ცდილობს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალი წაშალოს:
ცნობილი გახდა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები არ არსებობს. ეს ჩანაწერები წაშლილია.
მოგეხსენებათ, რომ გორის ჰოსპიტალში პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი თავს დაესხა მიხეილ სააკაშვილს და იძალადეს მასზე. ახლა აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებსა ცდილობს კვალის წაშლას, საკუთარი დანაშაულის დაფარვას.
არსებული მასალები ცალსახად და უტყუარად ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.