იტალიაში გაუჩინარებული სალომე ტეტუნაშვილი კლინიკაში იპოვეს

26.01.22 16:16
იტალიაში გაუჩინარებული სალომე ტეტუნაშვილი კლინიკაში იპოვეს

5 დღის წინ გაუჩინარებული ქართველი ემიგრანტი, სალომე ტეტუნაშვილი, იპოვეს - ინფორმაციას "პირველებს" ოჯახი უდასტურებს.

ოჯახის ახლობლის პირველადი ინფორმაციით, 30 წლის ქალი ნაპოლის ფსიქიატრიულ კლინიკაში ერთ-ერთმა ქართველმა თარჯიმანმა იოივა. ახალგაზრდა ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ვიოივეთ, საავადმყოფოშია, ერთ-ერთმა ქართველმა თარჯიმანმა იპოვა, უშუალოდ სალომეს ესაუბრა. ინფორმაცია დედაჩამმაც დაადასტურა. სავადმყოფოშია მთავარია, ცოცხალი და ჯანმრთელია"- აცხადებს ემიგარნტის ძმა.