მსგავსი შემთხვევების გამო ჩრდილი არ უნდა მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს - პრეზიდენტი პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემაზე
საქართველსო პრეზიდენტი 17 წლის შშმ პირის ცემის გამო დამნასავე პოლიციელების უმკაცრესად დასჯას ითხოვს, თუმცა, მიჩნია, რომ მსგავსი შემთხვევების განზოგადოება არ უნდა მოხდეს და სახელმწიფო ინსტიტუტებს ჩრდილი არ უნდა მიადგეთ.
უმნიშვნელოვანესია, საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.
დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ, აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები.
უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია, მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
23 იანვარს მეტროსადგურ ,,ისანში" პოლიციელებმა 17 წლის შშმ პირი ცემა. არასრულწლოვანის წამების ფაქტს საქართველსო დიდ ქალაქებშისაზოგადოების მასობრივი პროტესტი და აქციები მოჰყვა, რომლის მონაწილეებმა შს მინისტრისა და პრემიერის პასუხისმგებლობას მოითხოვეს.
სამართალდამცველებმა შშმ პირის საქმეზე 2 პოლიციელი დააკავეს.
პროკურატურამ ნუკრი ბაქრაძეს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს, კახა ბაკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება წარუდგინა.