ყრუ ბიჭზე მოძალადე პოლიციელი და მისი ძმა "ოცნებას" არჩევნებზე ხმების მობილიზებაში ეხმარებოდნენ
ოპოზიციის ინფორმაციით, 17 წლის ყრუ ბიჭზე მოძალადე პოლიციელი და მისი ძმა ქართულ ოცნებას არჩევნების დროს ხმების მობილიზებაში ეხმარებოდნენ.
მეტიც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ყოფილი პოლიიელი გიორგი ონიანი "პირველებს" უყვება, რომ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებული სამართალდამცავის ნუკრი ბაქრაძის ძმა, თემურ ბაქრაძე ქრთამის აღებისთვის ნასამართლევია. ენმ-ს მმართველობის დროს, ეს უკანასკნელი პოლიციიდან გაუშვეს, თუმცა სისტემაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, "ქართული ოცნების" ბოსებმა ისევ დააბრუნეს.
ნუკრის ძმა, თემურ ბაქრაძე დაკავებული იყო ქრთამის აღების ბრალდებით. სწორედ ამ მიზეზით ის სამსახურიდან იყო გათავისუფლებული, თუმცა როგორც ძალიან ბევრი კრიმინალი, ყოიველგვარი შემოწმების გარეშე, ის ქართულმა ოცნების მიერ სისტემაში იქნა დაბარებული. თემურ ბაქრაძე და მისი ძმა დღემდე აგრძელებდნენ პოლიციაში საქმიანობას"- აცხადებს ონიანი.
ბრალდებების ადრესატი, თემურ ბაქრაძე "ტვ პირველის" კითხვებს არ პასუხობს.