ბატონებო, ნუ გვაიძულებთ, კანონის აღსრულება ჩვენ ხელში ავიღოთ! - ბესიკ თამლიანი პოლიციელებს მიმართავს

27.01.22 11:57
ბატონებო, ნუ გვაიძულებთ, კანონის აღსრულება ჩვენ ხელში ავიღოთ! - ბესიკ თამლიანი პოლიციელებს მიმართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბესიკ თამლიანის საქმის განხილვა რამდენიმე წუთში დაიწყება. მანამდე კი, სამოქალაქო აქტივისტი პოლიციელებს მიმართავს და მოწოდებს ძალოვანებს ქართველი ხალხის სამსახურში ჩადგნენ: 

ფორმიანებს მინდა ვუთხრა: ბედი თქვენი, რომ ჩვენ, რიგით მოქალაქეებს ჯერ კიდევ გვაქვს ბუნებრივი ბარიერები ფორმიანებთან და იმის იქით არსებულ კანონთან პატივისცემა, რასაც ჰქვია კანონმორჩილება. თქვენ კი, კანონსამოფარებულები თელავთ ფეხქვეშ და ბოროტად იყენებთ ამას. 

ბატონებო, ნუ მიგვიყვანთ იმ მდგომარეობამდე და ნუ გვაიძულებთ, ფსიქოლოგიური ბარიერი გადავლახოთ და კანონის აღსრულება ჩვენ ხელში ავიღოთ! მერწუნეთ, ასე დიდი ხანი ვერ და არ გაგრძელდება. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ნდობა უნდობლობით შეიცვალა, პატივისცემა კი შიშით და ზიზღით ჩაანაცვლეთ. სტიკერების პოლიცია ხართ"- წერს თამლიანი. 

სამოქალაქო აქტივისტს 2 დან 5 წლამდე პატიმრობა იმის გამო ემუქრება, რომ 29 ნოემბერს, მიხეილ სააკშვილის მხარდამჭერ აქციაზე აქტიურობდა. ბესიკ თამლიანი პოლიციელების ჩვენებების საფუძველზეა დაკავებული და სამართალდამცველების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.