მოსახლეობის 43% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI
მოსახლეობის 43% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - კვლევა NDI-მ გამოაქვეყნა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მონაცემებით, გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 27%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 21%-ის აზრით - საერთოდ არ იცვლება.
კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ, 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდი ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%.
რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).