ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა კვლავ აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრებას.
NDI-ის შეკითხვაზე - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი?
გამოკითხულთა 83% პასუხობს, რომ მისაღებია; ხოლოდ 8%-ისთვის მიუღებელია, 8%-მა კი პასუხად „არ ვიცი“ დააფიქსირა.
ამავე კვლევით, მოქალაქეები თანხმდებიან, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.
მოსახლეობა აქტიურად უჭერს მხარს NATO-ს წევრობასაც.
ნატოში გაწევრიანება 77%-სთვის მისაღებია, 11%-სთვის მიუღებელი, 12% კი ამბობს, რომ არ იცის.
კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ, 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%.
რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).