უმუშევრობა, ფასების ზრდა და სიღარიბე - მოსახლეობის ყველაზე დიდი ეკონომიკური პრობლემა

27.01.22 12:50
უმუშევრობა, ფასების ზრდა და სიღარიბე - მოსახლეობის ყველაზე დიდი ეკონომიკური პრობლემა

უმუშევრობა, ფასების ზრდა და სიღარიბე - NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობა ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ პრობლემებად სწორედ ამ ჩამონათვალს ასახელებს. 

შეკითხვაზე,  რა არის საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა, 49%-მა უმუშევრობა დაასახელა.  შემდეგ მოდის ფასების ზრდა/ინფლაცია - 42%
სიღარიბე - 23%
დაბალი ხელფასი - 21%
ლარის გაუფასურება - 14 %
კორონავირუსი - 10%

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდი ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.