"საქართველოს დე ფაქტო ხელისიუფლება მტერს ქვეყნის ტერიტორიებს გადასცემს" - ანტისაოკუპაციო მოძრაობა

27.01.22 13:19
"საქართველოს დე ფაქტო ხელისიუფლება მტერს ქვეყნის ტერიტორიებს გადასცემს" - ანტისაოკუპაციო მოძრაობა

ოკუპანტები ქართულ სოფლებთან უკვე ძალიან ახლოს არიან. მეჯვრისხვეთან მონიშვნების ადგილას ,,პირველების" კამერამ რუსი ჯარისკაცები გადაიღო. სამხედროების სამიზნე სოფლის სასაფლაო, სამი სახლი და რამდენიმე მიწის ნაკვეთია. სასოწარკვეთილი ხალხი ახლა ქუჩაში რჩება. ისინი შველას ითხოვენ.

რუსი ოკუპანტებმა მათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე თეთრი ლენტებით უკვე მონიშნეს ათეულობით ჰექტარი ტერიტორია, რას იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მიწები ოკუპირებულ ნაწილში მოჰყვება. 

ადგილობრივები დახმარებისთვის ცენტრალურ ხელსიუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, რომ ტერიტორიების დათმობას არ აპირებენ.

ყველამ დავინახეთ, რომ რუსი სამხედროები დადიან და თეთრ ლენტებს ავლებენ. ოკუპანტების რუკის მიხედვით, 2 სახლი ჰყვება მაგათ მხარეს და მესამე ჩემი სახლია. ზემოთ უკვე ხალხი აღარ დადის, ყველას ეშინია. გადახვალ, დაგიჭერენ. მე აქედან წამსვლელი არ ვარ, რავის არაფერს არ დავუთმობ - აცხადებს მეჯვრისხევის ერთ-ერთი მკვიდრი.

ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს სოფელში არ ჩამოსულან, ერთადერთი, ვინც პროცესებს აკვირდება, არის ანტისაოკუპავციო მოძრაობა. 

როგორც კირბალში, ასევე მეჯვრისხევში დღეს საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება არ ჩამოსულა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ 2012 წლსი შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლება მიზანმიმართულად გადასცემს მტერს ტერიტორიებს.  როგორც ადგილობრივებმა თქვეს, სიგრძე აქვს 2 კილომეტრი, სიგანე კი ათეულობით კილომეტრია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან დიდი ფართობი ყვება. ყვება საძოვრები, სახნავ-სათესები. ფაქტიურად, სოფელი ლუკმა პურის გარეშე რჩება- აცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი

ეს პირველი შემთხვე3ვა არ არის, როცა ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიებს იტაცებენ, რამდენიმე დძღის წინ ისინი სოფელ კირბალსიც გამოჩნდნენ და ტერიტორიები მიიტაცეს.