ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი უკმაყოფილების ისტორიულ ზღვარზეა - NDI-ის კვლევის შედეგი
მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლების მიხედვით, მოსახლეობის 52% მოქმედი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 39% – კარგად, ხოლო 7%-მა კი არ იცის.
კვლევამ აჩვენა ისიც, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ლიდერებითა და ინსტიტუტებით უკმაყოფილოა.
ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი უკმაყოფილების ისტორიულ ზღვარზეა -
პრემიერმინისტრის საქმიანობას 35% ცუდად აფასებს;
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, საქმიანობას 46% აფასებს ცუდად;
საქართველოს პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს მოსახლეობის 46%;
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საქმიანობას 35% აფასებს ცუდად;
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდი ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.