სააკაშვილის მიმართ ძალადობის ამსახველი კადრები პოლიტიკური მოტივაციით წაშალეს - ადვოკატი

27.01.22 14:22
სააკაშვილის მიმართ ძალადობის ამსახველი კადრები პოლიტიკური მოტივაციით წაშალეს - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას, ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ,მიმართ ჩადენილი დანაშაულის ამსახველი ინფორმაციის წაშლა ხელისუფლების დაკვეთით მოხდა.

ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკურ ჟანდარმად იქცა.

სუს-ის წარმომადგენლის ჩვენება, რომელიც ადვოკატებმა ფაქტიურად გაასაჯაროვეს, ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავიდან ბოლომდე ქცეულია პოლიტიკურ ჟანდარმერიად და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დანაშაულის შემცველი ინფორმაცია წაშლილი იქნა თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მოტივაციით საიმისოდ, რომ არ გამოაშკარავებულიყო კიდევ ახალი დანაშაული.

ფიზკურ შეჭრას სააკაშვილის პალატაში და იქ განხორციელებულ ფიზიკურ ქმედებებს ჰქონდა დავალების ხასიათი და ეს არ ყოფილა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელთა თვითინიციატივა. ბუნებრივია, ამ ყველაფერს ჰყავს შემკვეთი - აცხადებს ბექა ბასილაია.