ხმაური სასამართლო პროცესზე - ბესიკ თამლიანი საკუთარი პროცესიდან გაძევეს

27.01.22 15:27
ხმაური სასამართლო პროცესზე - ბესიკ თამლიანი საკუთარი პროცესიდან გაძევეს

ხმაური სასამართლო პროცესზე - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, ბესიკ თამლიანი, საკუთარი პროცესიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.  ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლე გიზო უბილავამ თამლიანისთვის შეფარდებული პატიმრობის ღონისძიება არ შეცვალა. 

ბესიკ თამლიანის თქმით, მას მხოლოდ იმის გამო იჭერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია. რაც შეეხება დაკავების ფაქტს, სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, თბილისის სასამართლოსთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველები ცდილობდნენ, მოეწყოთ პროვოკაცია და სააკაშვილის მხარდამჭერები ამ გზით დაეკავებინათ.

სასამართლო მიკერძოებულია და ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს - განაცხადა პროცესზე ბესიკ თამლიანმა. 

თამლიანისა და სხვა სამოქალაქო აქტივისტების ადვოკატმა პროცესზე აღნიშნა, რომ დაკავებულებს აქვთ უმძიმესი სოციალური მდგომარეობა, ოჯახებს ისინი არჩენდნენ და ამ ფაქტის გათვალისწინებით, ისინი გირაოთი გაეთავისუფლებინა. მოსამართლე გიზო უბილავამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

 ბესიკ თამლიანს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა  ემუქრება. ის  29 ნოემბერს მიხეილ სააკშვილის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე დააკავეს და სამართალდამცველების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.