ჩვენებსაც მოვუწოდებ, ჭკვიანად ვიყოთ, ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ - მეუფე იაკობის პოლიტიკური ქადაგება

27.01.22 15:10
ჩვენებსაც მოვუწოდებ, ჭკვიანად ვიყოთ, ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ - მეუფე იაკობის პოლიტიკური ქადაგება

ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ, თუ ციხეში ჩაგვსვამენ არ უნდა ვიტიროთ -  მეუფე იაკობი დიდი ხნის პაუზის შემდეგ ამბიონზე სკანდლაური ქადაგაებით გამოჩნდა.

წმინდა სინოდის წევრის ქადაგების მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის იყო, თუმცა მას მესამე პრეზიდენტის სახელი არ უხსენებია. 

"თუ დაგვიჭერენ, ნუ ვიტირებთ, ნუ ვთხოვთ სხვებს იარონ და ჩვენი გათაისუფლება მოითხოვონ"-  თქვა ამბიონიდან გავლენიანმა ეპისკოპოსმა და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, ყველა ის სასულიერი პირი, ვინც შეირგებაზე საუბრობს.

მეუფე იაკობი მათ დაემქურა და თქვა რომ პასუხს შიგნიდან მოსთხოვს. 

მე სასულიერო პირებსაც მოვუწოდებ და ერის ხალხსაც, ერთ კაცს და ორ კაცს ნუ გადააყოლებენ. არაფერი არ არის, ვიღაცას დაიჭერენ. რამდენი პატიმარი გვყავს, 300 ათასზე მეტი მისჯილი გვყავდა, 24 ათასზე მეტი ციხეში იჯდა, 400 ათასამდე კაცი იყო გასამართლებული, მაშინ კარგი სასამართლო იყო და დღეს არის ცუდი?! და თუ მაშინ არ ვარგოდა სასამართლო აბა რა ქვეყანა გვქონდა მაშინ აშენებული, უვარგისი სასამართლოს პირობებში სახელმწიფო სახელმწიფოა?! ამიტომ  გონიერება მოვიკრიბოთ, ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭერენ.  როგორ გგონიათ ტირილს დავიწყებ ან ხალხი რომ გამოდიოდა გამიშვითო, იმას ვიკადრებ რომ გამიშვითო?! ხომ გეტყვით, რომ მიხედეთ თქვენს საქმეს"- განაცხადა სასულიერო პირმა. 

გავლენიანმა ეპისკოპოსმა დღეს კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა მისი კოლეგებიც და უთხრა, რომ "ჭკვიანად იყვნენ". 

ჩვენებსაც მოვუწოდებ რა, ჭკვიანად ვიყოთ, ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ. რაღაც  პერიოდი მოვითმენთ, არავის არ ვეტყვით, მაგრამ მერე პასუხს შიგნით ჩვენც მოვთხოვთ ყველას. შერიგება პატრიარქმაც იცის რაც არის და მეც. სხვები რომ ლაპარაკობენ თქვენ გგონიათ იციან რა არის შერიგება?! არ იციან რა არის შერიგება, შერიგება ხდება სხვანაირად. 

 თუ შენდობაა, სათხოვარი ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ, ყველა ვართ დამნაშავეები, ვიღაცებს რაღაცის უფლება მივცეთ, დროზე არ გავაჩერეთ. აკეთეს ისეთი  რამე, რისი გაკეთებაც ადამიანისგან , ქართველი კაცისგან არ არის მიზანშეწონილი." - თქვა ბოდმელმა ეპისკოპოსმა.

ჩვენებსაც მოვუწოდებ, ჭკვიანად იყვნენ, ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ. რაღაც  პერიოდი მოვითმენთ, არავის არ ვეტყვით, მაგრამ მერე პასუხს შიგნით ჩვენც მოვთხოვთ ყველას. შერიგება პატრიარქმაც იცის და მეც . სხვები რომ ლაპარაკობენ თქვენ გგონიათ იციან რა არის შერიგება?! არ იციან რა არის შერიგება, შერიგება ხდება სხვანაირად."