რეზოლუცია რუსულ აგრესიაზე რუსეთის გარეშე - აქტივისტები ოცნების მიერ შემუშავებულ დოკუმენტს აპროტესტებენ
რეზოლუცია რუსულ აგრესიაზე რუსეთის გარეშე-,,ოცნების" მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, სადაც რუსეთი ნახსენები არ არის, სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. ახალგაზრდები ისევ პარლამენტთან შეიკრიბნენ და ასე ცდილობენ, კიდევ ერთელ შეახსენონ მმართველ პარტიას, რომ დუმილი ოკუპანტ ქვეყანასთან დანაშულია.
სამოქალაქო აქტივისტები ცდილობენ, მმართველ პარტიას კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს ხელსიუფლებამ უკრაინას მხარი ღიად უნდა დაუჭიროს.
აგრესია რუსეთის მხრიდან, რომელიც მიემართება უკრაინისკენ და პოსტსაბჭოთა ქვეყბნების დიდი ნაწილი ამის მსხვერპლია. ამ დროს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც რეალურად ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლებაა, რეზოლუციაში, სადაც უკრაინის მხარდამწერი სიტყვები უნდა იყოს, საერთოდ არ ახსენებს რუსეთს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეშინიათ და ,,ქართულ ოცნებას" არ აქვს უფლება, რუსეთზე ცუდის თქმის - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი.