ვინ არის პირი, რომელმაც გორის ჰოსპიტლიდან მტკიცებულებები წაშალა

28.01.22 11:20
ვინ არის პირი, რომელმაც გორის ჰოსპიტლიდან  მტკიცებულებები წაშალა

ადამიანი, რომელმაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის წამების კადრები წაშალა, ღარიბაშვილის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის ქმარია. დავით ღონიაშვილის მეუღლე, მაკა ფერაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელობს.

"ტვ პირველმა" მაკა ფერაძესთან გასაუბრება სცადა, თუმცა მან ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. კონტაქტზე არ გამოდის არც დავით ღონიაშვილი. ის წლების განმავლობაში შსს-ში სხვდასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, შემდეგ კი სუს-ში. როცა მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა მოხდა, ღონიაშვილიც იმავე ჰოსპიტალის დირექტორის მრჩევლად დანიშნეს უსაფრთხოების საკითხებში. 

ის გახლავთ ნარკოტესტის ტესტის გაუვლელობის გამო შსს-დან დათხოვნილი, რომელიც შეიფარა სუს-მა. ჰოსპიტალში ის იყო მრჩეველი და იყო ე.წ. ოდეერი უსაფრთხოების სკაითხებში. მან მიზანმიმართულად გაანადგურა მტკიცებულებები", - ამბობს შოთა თუთბერიძე. 

გორის ჰოსპიტალში ე.წ. საათის ინციდენტი სათვალთვალო კამერებიდან  წაშლილია. საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა. საუბარია მიხეილ საააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანში მოტყუებითა და ძალადობით გადაყვანაზე.