"სააკაშვილის ნევროლოგის მეუღლე გაუშვეს ჯანდაცვის სამინისტროდან" - თუთბერიძე

28.01.22 14:01
"სააკაშვილის  ნევროლოგის მეუღლე გაუშვეს ჯანდაცვის სამინისტროდან" - თუთბერიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, ნევროლოგ თამარ აბაშიძის მეუღლე ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, რეპრესიების მსხვერპლი ნევროლოგის ოჯახი მას შემდეგ გახდა, რაც ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას დაეთანხმა. 

პრეზიდენტმა გამოთქვა მწუხარება იმის გამო, რომ მოწვეული ნევროლოგის ქალბატონი თამარ აბაშიძის მეუღლე გაუშვეს ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამდებობიდან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ნევროლოგმა დაადასტურა ის დიაგნოზი, რომლეიც მათ შორის სახალხო დამცველის კონსილიუმმა და დამოუკიდებელმა კონსილიუმებმა დადეს.  სასტიკად ეწინააღმდეგება ამ უსამართლობას და თვლიც, რომ ყველაფერი ძალიან მალე გამოსწორდება", - თქვა შოთა თუთბერიძემ.