ღარიბაშვილმა ცოლს ტყე აჩუქა - ხმაური ბორჯომის საკრებულოში

28.01.22 13:22
ღარიბაშვილმა ცოლს ტყე აჩუქა - ხმაური ბორჯომის საკრებულოში

ბაკურიანში, 6 ათასი კვადრატული ფართობის ტყე ღარიბაშვილის ცოლს 49 წლიანი იჯარით გადაეცა. რატომ დაუკანონდა ნუნუ თამაზაშვილს სახელმწიფოს ქონება, ამის გასარკვევად ენმ-ს წარმომადგენლები დღეს ადგილზე ჩავიდნენ, რასაც ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა. ხაბეიშვილის თქმით, მიწები კვლავ ბაკურიანის მოსახლეობას უნდა დაუბრუნდეს. ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომ ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდეს ის ტერიტორია, რომელიც ღარიბაშვილმა ცოლს აჩუქა. 

ეს ტერიტორია ეკუთვნის ბაკურიანელებს, ხალხს და უნდა დაუბრუნდეს ამ ადამიანებს, რომ არ იყოს ნუნუ თამაზაშვილის უკანა ეზო დაბა ბაკურიანი", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი. 

საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა დასმულ კითხვებს არ უპასუხა და თქვა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.