მე მიყვარს ჩემი მოკრძალებული, მაგრამ მიმბაძველი პრემიერი. - გიგი უგულავა

28.01.22 16:15
მე მიყვარს ჩემი მოკრძალებული, მაგრამ მიმბაძველი პრემიერი. - გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, ბაკურიანში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახისთვის 50 წლით 6 ათასი კვ.   ტყის მასივის გადაცემის ფაქტს ეხმიანება. უგულავა სოციალურ ქსე;ლში წერეს, რომ ღარიბაშვილი ბაძავს ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში 12 ათასი კვ. მიწის ფართობი გადაეცა.

მე ❤️ ჩემი მოკრძალებული, მაგრამ მიმბაძველი პრემიერი. ბატონ ბიძინამ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის მონაკვეთზე 12 192 კვ.მ. მიისაკუთრა აღნაგობის (ანუ მშენებლობის) უფლებით. ჩემი მოკრძალებული კი მხოლოდ 5 958 კვ.მ. დასჯერდა. ეს ჩვეულებრივი ტყეა, ის ეროვნული ტყე-პარკი! 
როგორ იყო ის, სტალინმა თანაპარტიელებს რომ უთხრა? - უსტაბაშზე წინ ტუქსუსის ტ@@@ი არავინ უნდა გასინჯოსო
- წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა.