საზოგადოებას ამ ხელისუფლების დაუყონებლივი ცვლილების აუცილებლობას დავანახებთ - ლევან ბეჟაშვილი

28.01.22 17:35
საზოგადოებას ამ ხელისუფლების დაუყონებლივი ცვლილების აუცილებლობას დავანახებთ - ლევან ბეჟაშვილი

ოპოზიცია ხალხისთვის წართმეულ მიწებს და პრემიერის ცოლისთვის გადაცემულ ტყეს აპროტესტებს. ,,ნაცმოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა, აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში ბრიფინგი გამართა.

ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ,,ენმ" უახლოეს პერიოდში ხელისუფლების კორუფციული სქემების შესახებ ინფორმაციებს გაასაჯაროვებს, რათა საზოგადოება ,,ქართული ოცნების" ცვლილების აუცილებლობაში დაარწმუნოს. 

მოხდა სახელმწიფოს მიტაცების, მოქალაქეების ძარცვის გაუგონარი ფაქტი. პრემიერმა ღარიბაშვილმა 6 ათასი ტყის მასივი ბაკურიანში გადაუფორმა, აჩუქა მის მეუღლეს, საკუთარი სახლის უკანა ეზოდ აქცია ადგილი, სადაც ჩვენი მოქალაქეები ისვენებდნენ და საქართველოს სიმდიდრეს წარმოადგენდა. 

ყოვედღიურად ვუყურებთ, როგორ უნგრევს ,,ოცნება" საკუთარ მოქალაქეებს თავშესაფარს, მაგალითად, დღევანდელი ორხევის, აფრიკის ფაქტი. ისინი მოქალაქეების ხარჯზე თავიანთი პირადი გამდიდრებით არიან დაკავებულები. 

ნორმალური ხელისუფლება ამ ფაქტს იმთავითვე გამოიძიებდა, ტყეს სახელმწიფოს და ხალხს დაუბრუნებდა. თუმცა, დღეს ვნახეთ, რომ ღარიბაშვილმა ზონდერები, ,,ტიტუშკები" , სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ხელფასსს ზონდერობისთვის იღებენ, დაასია  ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და არ მისცა საშუალება, სიტუაციაში ნორმალურად გარკვეულიყვნენ. სამწუხაროა, რომ პოლიცია კვლავ განაგრძობს დანაშაულზე ხელის დაფარებას. პოლიცია კანონს კი არ იცავს, არამედ ღარიბაშვილის მიწის ყარაულებად გვევლინება.

გვინდა, ამ ინციდენტში მონაწილე ,,ტიტუშკებს" შევახსენო, რომ მათი ქმედება შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და სამართალდამცველმა ორგანოებამ ამაზე დაუყონებლივი რეაგირება უნდა მოახდინონ. 

ხელისუფლება ტოტალურად არის ჩაფლული კორუფციაში, ქვეყნის განვითარებაზე აღარ ზრუნავენ. ამიტომ ,,ენმ" უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ უამრავ კორუფციის ფაქტს, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახოთ ამ ხელისუფლების დაუყონებლივი ცვლილების აუცილებლობა - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.