ნიკა გვარამიას პროცესი- სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა

28.01.22 17:55
ნიკა გვარამიას პროცესი- სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა

დასკვნით ეტაპზეა სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2"-ის საქმე, სადაც ნიკა გვარამიას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება. პროკურატურამ  მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. დღევანდელ სხდომაზე კი დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

საქმე ნიკა გვარამიას ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის პოსტზე მუშაობის პერიოდს ეხება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ გვარამიამ თანხები მიითვისა. ადვოკატები კი ამტკიცებენ,  რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და გამოგონილია. მოწმის სახით დღეს ლევან ყარამანიშვილი გამოიკითხა, პროცესს ესწრებიან ბრალდებულებიც.

ადვოკატ დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, პროცესზე მოწმე გიორგი ყარამანაშვილმა ნიკა გვარამიას უდანაშაულობა დაადასტურა.

დღეს დაიკითხა ,,რუსთავის 2"-ის დამფუძნებელი, გიორგი ყარამანაშვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ არანაირი დანაშაული არ ჩადენილა ნიკა გვარამიას მხრიდან და მას, როგორც ტელეკომპანიის იმდროინდელ დამფუძნებელს არანაირი პრეტენზია არ აქვს გვარამიას მიმართ არც ერთ იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, რაზეც ბრალდება საუბრობს.  ეს პოზიცია ადასტურებს ერთადერთ რამეს- რომ ნიკა გვარამიას დევნა ხდება მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით - განაცხადა გვარამიას ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა.