მინდა გამოვხატო იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა საქართველოს მიმართ - პრეზიდენტი

28.01.22 19:57
მინდა გამოვხატო იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა საქართველოს მიმართ - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადა. მმართველი პარტიისგან განსხვავებით, სალომე ზურაბიშვილი არ მორიდებია უკრაინასთან მიმართებაში რუსეთისა და მისი აგრესორული პოლიტიკის ხსენებას. 

არ შეიძლება, რომ არ ვთქვა უკრაინის მდგომარეობაზე. უნდა გამოვუცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა. მინდა, გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, რადგან ეს არის ქმედებები შედეგს არ მოიტანს. დღვანდელი მსოფლიო არის სხვა. მეოცე საუკუნის ქმედებები უკვე ანაქრონიულია. - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი ეროვნული შერიგების საკითხებს  შეხო.