აღმოჩენილია რეზიდენცია, რომელსაც სააკაშვილის გატაცებაში ბრალდებული ციხეების შეფი იშენებს

28.01.22 20:28
აღმოჩენილია რეზიდენცია, რომელსაც სააკაშვილის გატაცებაში ბრალდებული ციხეების შეფი იშენებს

აღმოჩენილია რეზიდენცია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის  დამცირებასა და ციხიდან გატაცებაში ბრალდებული, ციხეების შეფი, გიორგი გიორგაძე,  იშენებს. ორ სართულიანი  სასახლის საძირკველი დიღომში უკვე გაჭრეს,  თუმცა უცნობია ფულის წარმომავლობა,  საიდან აქვს ფინანსები გიორგაძეს.
ციხეების შეფის ახალი რეზიდენციის არქიტექტორი აცხადებს, რომ საძირველი უკვე გაჭრილია. მალე აქ სააკაშვილის მიმართ დამამცირებელ მოპრყობაში მხილებულ ჩინოვნიკს 12 მეტრის სიმაღლისა და 278 კვადრატული მეტრი ფართის ახალი ვილა ექნება, მხოლოდ 171 კვადრატული მეტრი საზაფხულო ვერანდით. თუმცა ქონებრივ დეკლარაციაში გიორგი გიორგაძეს არ უწერია, რა სახსრებით აშენებს კერძო სახლს. 

ეს არის რეჟიმის სამადლობელო გიორგი გიორგაძისთვის. გიორგაძემ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, არაადამიანური მოპყრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ და როგორც ჩანს, რეჟიმმა და ,,ქართულმა ოცნებამ" ეს ყველაფერი დაუფასა - აცხადებს ,,ენმ"-ს წევრი, გიორგი კაპანაძე.