რაც ბაკურიანის შესახებ ტელევიზორში ვნახე, ცუდი სიზმარი მეგონა - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს ბაკურიანში განვითარებულ მოვლენებს შეეხო, რა დროსაც ერთმანეთს ხელისუფლების მომხრე ჯგუფები მედიასა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ,,ტიტუშკების" ჯგუფმა არ მისცა საშუალება მოქალაქეებს, შესულიყვნენ იმ ტყეში, რომელიც მთავრობამ 50 წლით პრემიერ ღარიბაშვილს გადასცა.
გავიზარდე ბაკურიანში. რაც დღეს ტელევიზორში ვნახე, ცუდი სიზმარი მეგონა. მოქალაქეთა ჯგუფი არამხოლოდ ტყეში არ შეუშვეს, სადაც ბავშვობაში ზამთარ-ზაფხულ დავიარებოდი, არამედ პოლიციამ ტყესთანაც კი არ მიუშვა.
თან ,,ტიტუშკების" ჯგუფი თუთიყუშივით იმეორებდა, ღარიბაშვილმა ღირსება დაგვიბრუნაო. რაც არ ჰქონდათ, რას დაუბრუნებდა?!,,ნაციონალებმა" მეტი წაიღესო. რა ვიცი, მე ვიყავი ამ ,,ნაციონალების" ლიდერი და რაღაც მიტოვებულად ვგრძნობ თავს, რომ ჩემი ოჯახი ტყისა და მინდორ-ველის გარეშეა დარჩენილი. - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.