მქონდა სურვილი მაგრამ... ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბისვილს არ შეხვდა

28.01.22 21:52
მქონდა სურვილი მაგრამ... ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბისვილს არ შეხვდა

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან არ კომუნიკაციას არ ამყარებს. ეს დღეს თავად ზურაბიშვილმა განაცხადა. 

ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, მას სურვილი ჰქონდა ივანიშვილთან საყოველთაო თანხმობაზე ესაუბრა, თუმცა ოლიგარქმა უთხრა, რომ ის პოლიტიკაში არ არის და შესაბამისად, ეს შეხვედრა არ შედგა. 

თავისუფლად გიპასუხებთ, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან არ მქონია არანაირი ურთიერთობა თითქმის წელიწად-ნახევარი. იმას გეტყვით, მქონდა სურვილი, რომ მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი, შევთავაზე, მაგრამ მიპასუხა, რომ მე პოლიტიკაში აღარ ვარო.  არც მითქვამს წინასწარ, რომ საუბარი ამაზე იქნებოდა, მაგრამ საუბარი არ შედგა" - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

"ტვ პირველის" ჟურნალისტის, დიანა ტრაპაიძის კითზვაზე - გაქვთ თუ არა რწმენა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში არ არის, ზურაბიშვილმა განაცხადა: "მე რწმენა- არრწმენაზე ვერაფერს გეტყვით. ჩემი გამოცდილება არის ეს, რომ მე არანაირი ურთიერთობა არ მქონია და იმასაც ვიტყვი, რომ მას შემდეგ რაც ამირჩიეს, და მითხრა, რომ მისგან არანაირი მოთხოვნა და მითითება არ იქნებოდა, ეს შესრულდა".