რატომ არ დაადო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ვეტო - ზურაბიშვილის განმარტება

28.01.22 21:59
რატომ არ დაადო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ვეტო - ზურაბიშვილის განმარტება

რატომ არ დაადო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლო სისტემის შესახებ მომზადებულ სადაო კანონპროექტს?

სალომე ზურაბიშვილი მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ  ვეტო ფსევდო-იურიდიული ბერკეტია და პოზიციებში არაფერს ცვლის.

კარგად იცით, როგორი ბერკეტია და ჩემი სიტყვა, ჩემი პოზიციები ძალიან ნათლად იქნა გამოხატული, ვეტო ამაში არაფერს არ ცვლის. ეს არის ფსევდო-იურიდიული (ბერკეტი)" - თქვა პრეზიდენტმა.