ქარელის მოჭიდავე მერი გაუქმებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ფულით ტატამს ყიდულობს

29.01.22 13:25
ქარელის მოჭიდავე მერი გაუქმებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ფულით ტატამს ყიდულობს

ქარელის მოჭიდავე მერმა მოზარდებს საგანმანათელბლო დაწესებულება გააუქმა, 6 თანამშრომელი სახლში გაუშვა, გამოთავისუფლებული ფულით კი ტატამის შეძენა გადაწყვიტა. 

30 ათასი ლარის განკარგვის საკითხი საკრებულოს სხდომაზე ხმაურის და დაპირისპირების მიზეზი გახდა. 

მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დახურვის შემდეგ გამოთავისუფლებული თანხით ტატამის შეძენას "ქართულმა ოცნებამ" მხარი დაუჭირა.  ოპოზიციის თქმით, კი ახალგაზრდობის სახლი პოლიტიკური ნიშნით დახურა.