რესტორნანში, საჩუქრებსა და ტრანსპორტში დახარჯული 84 781 ლარი - ბათუმის მერია სკანდალში ეხვევა
2019-20 წლებში რესტორნანში, საჩუქრებისა და ტრანსპორტირებისთვის დახარჯული 84 781 ლარი - ბათუმის მერია სკანდალში ეხვევა. აუდიტის სკანდალური დასკვნის თანახმად, ფული ძირითადად სარესტორნო მომსახურებაში, სასტუმროებსა და ტრანსპორტირებაში დაიხარჯა. ჩამონათვალში ასახულია საჩუქრებში დახარჯული თანხაც.
ირკვევა, რომ მერიამ ტრანსპორტისა და ტექნიკის და მოვლა-შენახვაში მერიამ 561 462 ლარი დახარჯა.
2020 წელს ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, წინა წელთან შედარებით, 146 530 ლარით გაიზარდა, რაც კორონავირუსმა განაპირობა - ბათუმში მოწყობილი საკარანტინო სივრცეებიდან მოქალაქეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფისათვის თანხა ბათუმის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დაიხარჯა.
საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით, არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის რაციონალურ ხარჯვას - წერს მთავარი აუდიტორი.
ამასთან, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოვლინდა 65 შემთხვევა, როდესაც უფლებამოსილი პირები არ იმყოფებოდნენ მივლინებაში, თუმცა ავტომანქანა დაფიქსირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, თუმცა ვერ იქნა წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი ავტომობილის ყოფნის აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება.
"ამ პირობებში გახარჯულია 4043 ლარის ღირებულების 41 980 ლიტრი საწვავი, რაც წარმოშობს საწვავის არამიზნობრივად ხარჯვისა და ტრანსპორტის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს". - წერია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
აუდიტის სამსახურის დასკვნით, მანქანების რაოდენობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციების დაცვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა 20 916 ლარამდე საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა.
აუდიტის სკანდალური დასკვნა ნახეთ აქ