პატივსაცემი ლიდერებიც ამბობენ, რომ ხვალ უკრაინაში ომი დაიწყება, ეს პანიკაა - ზელენსკი

29.01.22 07:26
პატივსაცემი ლიდერებიც ამბობენ, რომ ხვალ უკრაინაში ომი დაიწყება, ეს პანიკაა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს მიმართავს და მოუწოდებს ლიდერებს, რომ მათი განცხადებებით პანიკა არ შექმნან.

პატივსაცემი ლიდერების მხრიდანაც კი, მოდის გზავნილები, რომ ხვალ უკრაინაში ომი დაიწყება. ეს პანიკაა. რად დაუჯდება ეს ჩვენს ქვეყანას? არ შექმნათ პანიკა" - აცხადებს ზელენსკი, ერომლის კომენტარს CNN ავრცელებს.

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ქვეყნის შიდა დესტაბილიზაცია წარმოადგენს.