შევა თუ არა ენმ პარლამენტში - გადაწყვეტილება ორშაბათს გახდება ცნობილი

29.01.22 15:58
შევა თუ არა ენმ პარლამენტში - გადაწყვეტილება ორშაბათს გახდება ცნობილი

შეწყვეტს თუ არა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო ბოიკოტს - გადაწყვეტილება მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

საკითხზე კონსულტაციები მთავარ ოპოზიციურ პარტიაში სამ საათზე მეტხანს გრძელდებოდა - როგორც შეხვედრის შემდეგ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ორშაბათს პარტია სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებებს გააკეთებს.

"ორშაბათს მე პირადად წარმოგიდგენთ ამ სტრატეგიას", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

ფრაქციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", პრაქტიკულად ყვალა წევრი იქნა ამ გადაწყვეტილების მიმდინარეობისას ჩართული. მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორი იქნება ჩვენი სტრატეგია პარტიული და ფრაქციული, მათ შორის გაზაფხულზე. თქვენ იცით, რომ ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი იწყება. ამ სტატეგიის შესახებ და როგორ ვაპირებთ ჩვენ მიზნების მიღწევას, ორშაბათს, 12:00 საათზე, პირადად წარმოგიდნენთ ბრიფინგს" - განაცხადა დეკანოიძემ.