"თავისუფლება მიშას!" - ფოთში მოქალაქეები ღარიბაშვილს ტრანსპარანტებით დახვდნენ
ფოთის პორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქცია-პერფომანსით დახვდნენ - ნაციონალური მოძრაობის წევრებს ადგილზე პლაკატები ჰქონდათ მიტანილი მოწოდებებით ,,თავისუფლებ მიშას" და „სოლიდარობა უკრაინას" , ასევე სურდათ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვდრა, თუმცა მედიის მსგავსად პრემიერი მოქალაქეებსაც გაექცა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო, რომ ახალი ნავსადგურის შემოსავლების 50% ფოთს დარჩეს და ამ თანხებით გაუვალი შიდა გზები მოწესრიგდეს.
აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ანაკლიის პორტი რუსეთის დავალებით დახურა.