ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც განკუთვნილია პოლარიზაციის შესამცირებლად და საზოგადოების გასამთლიანებლად, ძალიან პოზიტიურია - დეგნანი
პოლარიზაცია ხელს უშლის ქვეყნის წინსვლას და მის შესამცირებლად ნაბიჯების გადადგმა ქვეყანას დადებით შედეგს მოუტანს - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განუცხადა.
მან პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივა მოიწონა და მას პოზიტიური უწოდა.
ქართველებმა იხილეს, თუ როგორ პარალიზებას იწვევს ქვეყანაში ღრმა პოლარიზაცია. ბევრი რამის პროგრესი ფერხდება, მითუმეტეს, იმ გამოწვევების ფონზე, რის წინაშეც ქვეყანა დგას, მათ შორისაა კოვიდ პანდემია, ეკონომიკური გაჯანსაღება. ვფიქრობ, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც განკუთვნილია პოლარიზაციის შესამცირებლად და საზოგადოების გასამთლიანებლად, ძალიან პოზიტიურია. ჩემი აზრით, ეს არის ის, რის გაკეთებასაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ცდილობს საკუთარი ინიციატივის საშუალებით. იმედი მაქვს, საზოგადოების სხვადასხვა სექტორი ითანამშრომლებს მასთან, რათა შემცირდეს პოლარიზაცია, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას,“- განაცხადა ელჩმა დეგნანმა.