ფარცხალაძის საქმე და პროკურატურის უკანასკნელი იმედი: შვეიცარიელი პროკურორი, რომელმაც წლების წინ ბიძინა ივანიშვილი გადაარჩინა

29.01.22 18:38
ფარცხალაძის საქმე და პროკურატურის უკანასკნელი იმედი: შვეიცარიელი პროკურორი, რომელმაც წლების წინ ბიძინა ივანიშვილი გადაარჩინა

რიგითი ფარცხალაძის გადასარჩენად - "ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, პროკურორი, რომელმაც ივანიშვილის იარაღით მოვაჭრე მეგობრები ციხეს ერთხელ უკვე გადაარჩინა, ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმის გამოსაძიებლად ჩამოიყვანეს. 

"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ გაარკვია, ვინ არის დანიელ ზაპელი, რომელსაც ირაკლი შოთაძემ, 200 000 ფარცხალაძის საქმის გამოძიებისთვის უნდა გადაუხადოს. 

ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებიდან ვიგებთ, რა კავშირი ჰქონდა ზაპელს ივანიშვილის იარაღით უკანონოდ ვაჭრობისა და ომის გამდიდრების საქმესთან?

ვინ არის დანიელ ზაპელი?

ზაპელი, წლების განმავლობაში, ჟენევის კანტონის პროკურორი იყო. ის პოსტიდან სკანდალით გადადგა, როდესაც შეწყვიტა "ანგოლა გეითის" საქმე და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორები, ივანიშვილის ბანკის მეწილეები  შეწყვეტილი საქმის გამო ციხეში აღარ გაუშვეს. არადა შემდეგ გაირკვა, რომ საქმე უცნაური ვითარებაში შეწყდა და ბიძინა ივანიშვილთან კავშირში მყოფი ადამიანების მიერ მითვისებული დიდ ფულზე  ბევრი მტკიცებულება არსებობდა. 

იურისტი ოთარ კახიძე ამბობს, რომ ახლა ივანიშვილის ძველი ნაცნობი საქართველო პროკურატურას, როგორც დამოუკიდებელი იურისტი, ოთარ ფარცხალაძის გადასარჩენად ჩამოჰყავს 

იურისტი გიორგი ჩივიაშვილი კი "შაბათის ეთერს" უყვება, რომ საქართველოს პროკურატურასა და შვეიცარიელ იურისტს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ზაპელს 50 ათასი ევროს გადაუხდიან. ის ამბობს, რომ პენსიაზე გასულ პროკურორს, სოლიდური ჰონორარის სანაცვლოდ, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე, სამართლებრივი დასკვნის დაწერა ევალება. 

ოთარ ფარცხალაძის წინააღდეგ საქართველოს პროკურატურამ გამოძიება ევროსასამართლოს მოთხოვნით დაიწყო. ოთხი წელია იძიებს და თან ვერ იძიებს. სტრასბურგმა დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის, თავზე ტომრის ჩამოცმის და ოთარ ფარცხალაძესთან მიყვანის საქმეზე თავის დროზე საქართველომ არასათანადოდ გამოიძია, ამიტომ დაავალა საქართველოს პროკურატურას ყველაფერის თავიდან გამოძიება. პროკურატურამ ოთხი წელია ცდილობს ფარცხალაძე ციხეს გადაარჩინოს თუმცა, მერაბიშვილის ადვოკატებს ეჭვი აქვთ, ივანიშვილის პარტნიორების გადამრჩენი პროკურორი ამიტომ ჩამოიყვანეს, რომ საქმეში მეტი დამაჯერებლობისთვის ერთი უცხოელის ხელი ერიოს. 

"შაბათის ეთერი" შეეცადა გაერკვია, რაში იხდის პროკურატურა, ხალხის კუთვნილ, 200 ათას ლარს?! - დასკვნაში, რომელიც მაინც არაფერს შეცვლის?! თუ დოკუმენტში, რომელმაც მერაბიშვილის საქმის ხელახალი განხილვა ოთარ ფარცხალაძის სასარგებლოდ უნდა დაასრულოს.

რაც საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ამ წლების განმავლობაში, სახალხო დამცველის აპარატი საქმის მასალებს უკვე 7-ჯერ გაეცნო, გახმაურებული საქმის მონიტორინგი ლომჯარიას უწყებას, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დაავალა. 

ბოლო კომუნიკაციისას სახალხო დამცველის წარმომადგენელს უთხრეს, რომ ხელახალი ძიება უკვე დასასრულს მიუახლოვდა და ახლა სტრასბურგში წარსადგენად, მხოლოდ უცხოელი ექსპერტის, დანიელ ზაპელის დასკვნას ელოდებიან. 

პენსიონერი პროკურორი არც ისე ხელწამოსაკრავი ფიგურაა. მისი ბიოგრაფიაა მთავარი, რამაც შოთაძის უწყებასთან სერიოზული კითხვები გაგვიჩინა. 

როგორც ცნობილია, დანიელ ზაპელი იყო "ანგოლა გეითის" გახმაურებული საქმის პროკურორი. მან, ეს საქმე, მტკიცებულებების არქონის გამო, დახურულად გამოაცხადა. თუმცა მალევე, იგივე საქმეზე, საფრანგეთის სასამართლომ რომ დამნაშავეებს პატიმრობა შეუფარდა, ზაპელი თანამდებობიდან გადადგა. ამ სკანდალის შემდეგ, ის სახელმწიფო სამსახურში აღარ ყოფილა, გადამდგარი პროკურორი, დღემდე კერძო კომპანიაში მუშაობს. 

"შაბათის ეთერის" ჟურნალისტი ზაპელს ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა, თუმცა შოთაძის უწყების მიერ დაქირავებულ იურისტს "ტვ პირველის წერილზე არც კი უპასუხია. 

"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ფარცხალაძის საქმეზე საქართველოს პროკურატურის მიერ ექსპერტად მოწვეული დანიელ ზაპელის და ივანიშვილის გარემოცვის გზები წლების წინ გადაიკვეთა, ჟენევის პროკურორად მუშაობის დროს, ზაპელმა "ანგოლა გეითის" საქმე დახურა, ვერ იპოვა დანაშაული აფრიკული სახელმწიფოდან რუსეთისთვის ვალის გადასახდელად წამოღებული 600 მილიონი გაუჩინარებაში. ამას ემატება ანგოლაში სამოქალაქო ომის დროს მიყიდული იარაღი და 790 მილიონი ამერიკული დოლარი, რომელიც იარაღით ვაჭრობის გზით მიიღეს, ამ იარაღით 800 ათასი ადამიანი მოკლეს და 11 მილიონი ლტოლვილად იქცა. ამ ხმაურიანი საქმეების ფიგურანტი არკადი გადამაკი იყო, ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი და უახლოესი მეგობარი. პარიზში ცხოვრების პერიოდში ივანიშვილი გადამაკაის სახლში იყო ჩაწერილი. 

დანიელ ზაპელის კარიერის კიდევ ერთი შავი ლაქა აფრიკაში, სამოქალაქო ომის დროს, იარაღით მოვაჭრე და ომით გამდიდრებული ადამიანების შესახებ გაკეთებული განცხადებაა. მან თქვა, რომ ისინი დამნაშავეები არ იყვნენ. 

ცნობილია, რომ ანგოლელი დიქტატორისთვის რუსული იარაღის მიყიდვის საქმეში ფიგურირებდა ბიძინა ივანიშვილიც. მთავარი ეჭვმიტანილები გაიდამაკი და მალკინი, სწორედ მისი ბიზნესპარტნიორები იყვნენ "რასიისკი კრედიტში". 

საბოლოოდ, ივანიშვილის გარემოცვა რომელიც ციხისგან ჟენეველმა პროკურორმა იხსნა, განსასჯელის სკამზე საფრანგეთში აღმოჩნდა და დამნაშავეს სცნეს. ფაქტია, ჩნდება განცდა, რომ წლების წინ, პროკურორი ზაპელი რომელმაც ახლა ფარცხალაძის საქმე უნდა გამოიძიოს, ვიღაცამ გააჩერა.

"შაბათის ეთერი" კითხვებზე პასუხების მისაღებად შოთაძის უწყებაში მივიდა - პროკურატურის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ჰკითხეს, სად და როგორ იპოვა დანიელ ზაპელი? ვინ გაუწია რეკომენდაცია და შეისწავლა თუ არა მისი სკანდალური ბიოგრაფია?! ირაკლი ჩილინგარაშვილმა პირდაპირ გვითხრა, რომ პროკურორის წარსულის კვლევა არ ევალებოდა.

ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეს, ახლა პროკურორი ცაცუია იძიებს, თუმცა მანაც "შაბათის ეთერის" კითხვები უპასუხოდ დატოვა. 

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/1180224979389875/