პოლიციის შეფის ოჯახმა ე.წ. კანონიერ ქურდს ქელეხი გადაუხადა

29.01.22 19:19
პოლიციის შეფის ოჯახმა ე.წ. კანონიერ ქურდს ქელეხი გადაუხადა

კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნის ოჯახმა "შავების" თხოვნით, ე.წ. კანონიერ ქურდს, ქელეხი საკუთარ რესტორანში, საკუთარი ხარჯებით გადაუხადა. 

საუბარია, ცნობილ ვეტერან "ანონიერ ქურდ", "ლუას სამტრედიელზე", რომელიც 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სოჭის ე.წ. მაყურებელი იყო. 

ინფორმირებული პირი, სამტრედიიდან შაბათის ეთერს წერს, რომ კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნის ოჯახი, კრიმინალურ სამყაროსთან მჭიდრო კავშირშია. პოლიციელ შვილსა და "შავებს" შორის კი ხიდი მამა ბატონი ბონდოა. 

"შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ ლუას "სამტრედსკი",ორი თვის წინ, 13 ნოემბერს სიკვდილის შემდეგ მშობლიურ სამტრედიაში ჩამოასვენეს და პატივით დაკრძალეს, შეკრებილ "შავ სამყაროს" კი რესტორანში, კრიმპოლის მაღალჩინოსნის ოჯახმა უმასპინძლა.  

კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნის ოჯახის კუთვნილი რესტორნის ერთ-ერთი თანამშრომელი შაბათის ეთერს წერს, რომ "კანონიერი ქურდისთვის" რესტორანში გადახდილ ქელეხს, სამართალდამცველების დარაჯობდნენ.

თამთა დოლენჯაშვილმა რესტორნის მფლობელის ჩაწერა მოახერხა - ჰკითხა ნამდვილად დარაჯობდნენ თუ არა ქელეხზე მის რესტორანში შეკრებილ ე.წ. შავებს, პოლიციელები მისი შვილი დავალებით, თუმცა მან იმის გარკვევა დაიწყო, ვინ იყო "შაბათის ეთერის" ინფორმატორი. 

მან "ტვ პირველთან" საუბარი მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მისმა პოლიციელმა შვილმა დაურეკა და მამას საუბარი აუკრძალა. 

ამის შემდეგ "შაბათის ეთერის" გადამღები ჯგუფი სატელეფონო ზარის ავტორს, სამტრედიის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილესთან, სამსახურში მივიდა, თუმცა პოლიციის უფროსმა რეპორტიოორებს უთხრა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანს კოვიდი აქვს და ჰოსპიტალიზებულია. სამხარეო პოლიციის ახალი ხელმძღვანელი კი პოლიციის ესკორტით გადახდილ ქელეხს არ ადასტურებს. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტის, ქურდული პატივით დაკრძალვას, კახა კალაძის მამა, კარლო კალაძეც ესწრებოდა, ის ჩვენთან ინტერვიუში, ადასტურებს, რომ ლუა სამტრედიელი მისი თანასოფლელი იყო,თუმცა ქელეხში ყოფნას არ ადასტურებს.

➡ თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი