როლებიდან ცოლზე ძალადობის გამო მოხსნილი, ბესო ზანგური კალაძემ დამკრძალავ ბიუროში დაასაქმა
ჯილდო პოლიტიკური ერთგულებისთვის – როლებიდან ცოლზე ძალადობის გამო მოხსნილი, ბესო ზანგური კალაძემ დამკრძალავ ბიუროში დაასაქმა.
"ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ მომზადებული ხმაურიანი რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ დედაქალაქის მერია განაგებს და კომპანია "ჰერმესი" მართავს, თუმცა ირკვევა, რომ სასაფლაოების გაერთიანება მმართველი პარტიის მხარდამჭერების და ლიდერების ოჯახის წევრების დასაქმების ცენტრად გადაიქცა.
მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ცოლზე ძალადობის სკანდალის გამო რუსთაველის თეატრის როლებიდან მოხსნილი, მსახიობი ბესო ზანგური, თბილისის მერიის დამკრძალავ ბიუროში გააფორმეს.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი ბესო ზანგური, თბილისის მერიის ერთ ერთ უწყებაში, ფიქტიურად გააფორმეს, ის აქ ხელფასს იღებს, თუმცა არ მუშაობს.
შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ ბესო ზანგურს დედაქალაქის მერთან რეკომენდაცია რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ გაუწია და მსახიობის დასაქმება სთხოვა.
წყარო შაბათის ეთერს დამკრძალავი ბიუროდან უყვება, რომ ზანგური ჰერმესში ფორმალურად არის გაფორმებული, რეალურად კი სამსახურში არ დადის და ყოველი თვის ბოლოს უბრალოდ ხელფასს იღებს.