ვისაც იმპერიული ზრახვები აწუხებს, იმას არ ესმის, როგორია 21-ე საუკუნის მსოფლიო - პრეზიდენტი

04.02.22 00:32
ვისაც იმპერიული ზრახვები  აწუხებს, იმას არ ესმის, როგორია 21-ე საუკუნის მსოფლიო - პრეზიდენტი

 საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ღია გზავნილი - სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ "სამხედრო ძალის გამოყენება ეკუთვნის წარსულს... აგრესიას მომავალი და შედეგი არ გააჩნია". 

განცხადება საქართველოს მთავარსარდალმა  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. 

ვისაც არ ესმის და აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, იმას არ ესმის, როგორია 21-ე საუკუნის მსოფლიო. მინდა გამოვთქვა იმედი და რწმენა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი ბოლომდე იქნება დაცული, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მოლაპარაკებები რაშიც პოლონეთია ჩართული შედეგიანი და ეფექტიანი იქნება"- აღნიშნა პრეზიდენტმა. 

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ კარგად ესმის რას გრძნობს დღეს უკრაინა. 

სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ქმედებებს პროვოკაცია უწოდა.