2008 წელს საქართველოში ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვიდა, თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ - ანჯეი დუდა

04.02.22 00:51
2008 წელს საქართველოში ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვიდა, თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ - ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა აცხადებს, რომ უკრაინის საკითხი მხოლოდ ევროპის საქმეარ არის და ეს მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

საქართველოში მყოფმა ანჯეი დუდამ ქვეყნის პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან პრესკონფერენციაზე  ლეხ კაჩინსკის 2008 წლის ვიზიტი გაიხსენა:

პირადად მე მაკავშირებს განსაკუთრებული გრძნობა და მეგობრული ურთიერთობა საქართველოსთან, ვინაიდან საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც 2008 წელს ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ბატონი ლეხ კაჩინსკი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ცხადად გამოაჩინა ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსადმი“ - თქვა დუდამ და დასძინა, რომ საქართველო მათი მეგობარი და მოკავშირეა:

გარდა ამისა, პოლონეთის პრეზიდენტმა კოლეგას გამართული აუდიენციისთვის მადლობა გადაუხადა:

"მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, რომ მომეცა შესაძლებლობა, გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი. მე მქონდა შეხვედრები სხვადასხვა პრეზიდენტთან, ასევე, გაეროს წარმომადგენლებთან და მინდა აღვნიშნო, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი ქმედება" - თქვა დუდამ.