ლონდა თოლორაია ჩამოყალიბდა როგორც გარკვეული პოლიტიკური პლატფორმის შემადგენელი ნაწილი - ვოლსკი

04.02.22 14:38
ლონდა თოლორაია ჩამოყალიბდა როგორც გარკვეული პოლიტიკური პლატფორმის შემადგენელი ნაწილი - ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სახელწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილ უფროსს ლონდა თოლორაიას ესხმის თავს და მას ბრალს კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმის მიმდევრობაში სდებს. 

ველოდი, რომ ლონდა თოლორაია თავის კანდიდატურას დააყენებდა ერთ- ერთ პოსტზე, ამის ნაცვლად მისი გააფთრებული შეტევა მიანიშნებს, რომ ეს ადამიანი ჩამოყალიბდა როგორც გარკვეული პოლიტიკური პლატფორმის შემადგენელი ნაწილი,  - განაცხადა ვოლსკიმ.

კანცელარიაში ლონდა თოლორაიას შემცვლელს არჩევენ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კანდიდატურას პრემიერის დავალებით კომისია დაჩქარებული წესით არჩევს.