"პირველების" ინფორმაციით, ლონდა თოლორაიას ერთ-ერთ შემცვლელად კოკა კაციტაძე განიხილება

04.02.22 17:30
"პირველების" ინფორმაციით, ლონდა თოლორაიას ერთ-ერთ შემცვლელად კოკა კაციტაძე განიხილება

ლონდა თოლორაია შესაძლოა, გახმაურებული საქმეების პროკურორმა, კოკა კაციტაძემ შეცვალოს. "პირველების" ინფორმაციით, პროკურატურის მოქმედი მაღალჩინოსანი ირაკლი ღარიბაშვილის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილებს, თუმცა საქართველოს მთავრობის ადმინისტრიცია სპეციალური საგამოძიებო სამსხურის შეფის კონკურში მონაწილეების ვინაობას საიდუმლოდ ტოვებს.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ თუ აღნიშნულ თანამდებნობაზე მოქმედი პროკურორი დაინიშნა, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეს სამსახური იქნება პოლიტიკური.

კონკრეტულ კანდიდატებზე არ ვიცი, თუმცა არ გამიკვირდება თუ ეს ინფორმაცია უტყუარია. ეს იქნება ამ სერიალის გაგრძელება, რომ გარდა ინსტიტუციურად   დაქვემდებრაბეისა, დაინიშნოს ხელმძღვანელობაშ ისეთი პირები, რომლებზეც ყველაზე დიდი გავლენა ექნება მმართველ პარტიას, - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი.

"პირველებისთვის" ასევე ცნობილი ხდება იმ კანდიდატთა სია, რომელთაც პერსონალურ მონაცემთა  სამსახურისხელმძღვანელობა სურთ. აღნიშნული სამსახური ასევე სახელმწიფო სამსახურის გაუქმების შედეგად შეიქმნება. მტავრობიოს ადმინისტრაცაიში გასაუბრებაზე დღეს კახა მაღრაძე, გრგოლ გაგნიძე, შორენა მირცხულავა, ლელა ჯანაშვილი და თამარ ალფაიძე მივიდნენ.