დავით კირკიტაძეს ბრალი წარედგინა - ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბრალდების ოქმს "თავისუფლება მიშას" წააწერა
რეპრესიების ახალი ტალღა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღდმეგ - გამომძიებლებმა პარლამენტის წევრს დავით კირკიტაძის ბრალი უკვე წარუდგინეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბრალს არ ეთანხმება. პროტესტის ნიშნად მან ბრალედბის ოქმს " თავისუფლება მიშას" წააწერა.
დავით კირკიტაძე ფიქრობს, რომ ეს მიზნამართული დევნაა და "ქართული ოცნების" პასუხია რუსთავში ხელისუფლების ძალაუფლების დაკარგვაზე.
რა თქმა უნდა,მე ამ ბრალდებებს არ ვეთანხმები, შეთითხნილია და „თავისუფლება მიშას!’. ყველა გვერდზე ამ ბრალდების წერია ეს. ბრალი არიოს აბსურდული, პოლიტიკურად მოტივირებული და სასაცილო. შესაბამისად, არაფრის ფასი არ აქვს, ერთადერთი ამ ფურცელზე რაც წერია ღირებული, ეს დავწერე მე, - თქვა კირკიტაძემ.
ქვეყანაში პოლიტიკური დაკავებების ახალი სერია იწყება. საქართველოს პროკურატურამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის და კიდევ რამდენიმე პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება 24 ოქტომბერს რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას.