პატიმრობა თუ გირაო - დავით კირკიტაძის პროცესი ერთ საათში დაიწყება
პატიმრობა თუ გირაო - აღმოჩნდება თუ არა გისოსებს მიღმა დავით კირკიტაძე ეს რამდენიმს წუთში გაირკვევა.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ის ქართულმა ოცნებამ მიზანში მას შემდეგ ამოიღო რაც მმართველმა გუნდმა რუსთავზე კონტროლი დაკარგა:
ქართული ოცნება ძალაუფლებას პოლიტიკური პოლიციით, პროკურატურით და სასამართლოთი ინარჩუნებს. ისინი ცდილობენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნის გავეშებული სურვილი დაიკმაყოფილონ იმით, რომ ყველა მათი მოწინააღმდეგე პოლიტიკური პროკურატურისა და სასამართლოს მიერ იყოს, გისოსებს მიღმა იყოს მოქცეული და მათთან პოლიტიკური ოპონირების, შესაძლებლობა არ ჰქონდეს.
როგორ შეიძლება კარგი მოლოდინი, ან კეთილგონიერების იმედი მქონდეს იმ ხელისუფლებისგან, რომელიც გავეშებულია და ჩაფრენილია ძალაუფლებას"- თქვა კირკიტაძემ.
დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი რუსთავის სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. საქართველოს პროკურატურამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის და კიდევ რამდენიმე პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება 24 ოქტომბერს რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას.