5 კვირაა მიხეილ სააკაშვილთან მის პირად ექიმს არ უშვებენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალ ექიმს პაციენტი თვეზე მეტია არ მოუნახულებია და შესაბამისად, ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.
ახალი წლის შემდეგ არ მიშვებენ, ბოლოს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ვნახე. მისი ჯანმრთლობის მდგომარეობის შესახებ ვიცი ის, რაც იცის სხვამ"- უთხრა "ტვ პირველს" ყიფშიძემ.
სააკაშვილის მონახულების უფლება ამ დრომდე არ ეძლევათ ცენტრ "ემპათიას" ექსპერტებსაც. მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადეკვატური მკურნალობის კურსი მიმდინარეობს.