პროკურატურა დავით კირკიტაძის მიმართ 10 000-ლარიან გირაოს ითხოვს

05.02.22 13:04
პროკურატურა დავით კირკიტაძის მიმართ 10 000-ლარიან გირაოს ითხოვს

რუსთავის რაიონულ სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", ლიდერის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ერთი საათია მოსამართლე ქეთევან ღუაშვილი  კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ერთი საათია მსჯელობს. 

პროკურატურა ბრალდებულისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

საქართველოს პროკურატურამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის და კიდევ რამდენიმე პირის მიმართ  სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება 24 ოქტომბერს რუსთავში,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას.