"თავისუფლება მიშას! გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! - დავით კირკიტაძის სიტყვა

05.02.22 13:00
"თავისუფლება მიშას! გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! - დავით კირკიტაძის სიტყვა

"თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ გავდივართ ამ დარბაზიდან",- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და პარლამენტის წევრმა დავით კირკიტაძემ  სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.

მანამდე კი პოლიტიკოსმა სიტყვით ისარგებლა და წარდგენილი ბრალის აბსურდულობაზე ისაუბრა. 

მე ვარ ადამიანი, რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო ეს სისხლის სამართლის საქმე, მე ვარ ადამიანი, რომელმაც პოლიცია გამოიძახა, როცა ჩვენ ოფისს თავს დაესხნენ. ვასილ ბალახაძე რუსთავში არის "ქართული ოცნება" და ბალახაძეს და " ქართულ ოცნებას" გსცა ამომრჩეველმა პასუხი ამ ინცინდენტიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე. მმართველ პარტიას განაჩენი რუსტავის ამომრჩეველმა გამოიტანა და არჩევნები წააგო. რაც არ უნდა გირაო, აღკვეთის ღონისძიება მოითხოვოთ, თქვენი, როგორც ქართული ოცნების წრმომადგენლების დღეები დათვლილია. თქვენ "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული ხართ. ხელფასებს იღებთ ჩვენგან, ამ ადამიანებისგან, რომლებსაც ყოველდღიურად უძვირებთ ცხოვრებას და ულახავთ ღირსებას. ჩვენ დავიცავით ეს ღრსება და მომავალშიც იგივეს ვიზამთ. არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას და მოსმენას, რაც აქ მოხდება. ქართული სასამართლო არ არის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია იპოვოს სამართალი, ამის ნათელი დასტურია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები.