მოსამართლემ დავით კირკიტაძეს გირაო შეუფარდა

05.02.22 14:00
მოსამართლემ დავით კირკიტაძეს გირაო შეუფარდა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ დავით კირკიტაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ღუაშვილმა მიიღო.

 პროკურატურა ენმ-ს ლიდერისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას , დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

საქართველოს პროკურატურამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის და კიდევ რამდენიმე პირის მიმართ  სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება 24 ოქტომბერს რუსთავში,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას.