თაღლითობა პრეზიდენტის სახელით - ვინ და როგორ ყიდის "შეწყალებას" შავ ბაზარზე?

05.02.22 19:55
თაღლითობა პრეზიდენტის სახელით - ვინ და როგორ ყიდის "შეწყალებას" შავ ბაზარზე?

თაღლითობა პრეზიდენტის სახელით, შავ ბაზარზე შეწყალება იყიდება - ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება ამ საკითხზე "ნოდარ მელაძის შაბათმა" ჩაატარა. 

რეპორტაჟიდან დგინდება, რომ  "ქართულ ოცნებასთან" მჭიდრო კავშირში მყოფი, ქალი პატიმრების მშობლებს, დიდი ფულის სანაცვლოდ ციხიდან შეწყალებით გათავისუფლებას ჰპირდება, ფულს ართმევს და შემდეგ ქრება, იცის რომ ვერ უჩივლებენ, რადგან შეწყალებაში ფულის გადახდა ასევე დანაშაულია, ამიტომ მისი კარგად მოფიქრებული აფიორის მსხვერპლი უკვე რამდენიმე ოჯახი გახდა.

ერთ-ერთი პატიმრის მამამ შვილის გათავისუფლებისთვის 27 000 ლარამდე გადაიხადა, პატიმარს ციხე აღდგომას უნდა დაეტოვებინა, თუმცა თაღლითობაში მხილებულმა, დიანა სტაროდუბმა, მოატყუა.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ნდობაში სტაროდუბი პატიმრის ოჯახის წევრებთან წინასწარ მომზადებული სქემით შედის. პატიმრებს ციხეში ამანათებს უგზავნის, პატიმრების მშობლებს კი შეხვერებს პროკურატურის, სუსის და პოლიციის შენობებთან უნიშნავს, რომ თითქოს მათი საქმის გაასკეთებლად შეხვედრაზე იყო და ამით მეტი სანდობაა მოიპოვოს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით დგინდება, რომ "ქართულ ოცნებასთან" კავშირში მყოფი ქალბატონი, რომელიც პრეზიდენტის სახელით თაღლითობს, ახლო კავშირშია პოლიციელებთან. არსებობს ეჭვი, რომ ის პოლიციის აგენტია და ამიტომაც ხელშეუხებლობის გარანტი აქვს. 

გაირკვა ისიც, რომ ქალი, რომელიც პრეზიდენტის სახელით, თაღლითობს და შეწყალებულთა სიაში პატიმრების შეყვანის სანაცვლოდ ფულს იღებს,  ბოლო არჩევნებზე "ქართული ოცნების" სამსახურში იდგა. მას ამომრჩევლების საარჩევნო უბნებზე მიყვანას ქუთაისელი მაღალჩინოსნები ავალებდნენ.

ირკვევა ისიც, რომ "ქართული ოცნების" ადგილობრივი ლიდერების ხმოვან შეტყობინებებს სტრადობი იმ ადამიანებს უზავნიდა, ვისაც ფული გამოართავა და საქმის გაკეთებას ელოდნენ. ეს ყველაფერი იმის დასამტკიცებლად, რომ ოცნებაში სულ მისიანები არიან, ენდობიან და საქმის გაკეთებაზე უარს არ ეტყვიან.

ხმა "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ქუთაისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის მოადგილეს, ირაკლი ცხვედიანს ეკუთვნის. ხმოვანი შეტყობინება არჩევნების დღეს, დიანა სტაროდუბს გაუგზავნა, რომელიც მას "ქართული ოცნების" შტაბში ეხმარებოდა. ხმის ავთენტურობის დასადგენად, გამომძიებელი ჟურნალისტი სატრანსპორტო სამსახურის მაღალჩინოსანთან იმყოფებოდა, თუმცა  ირაკლი ფიცხელაურმა კითხვებს არ უპასუხა. ეს მაშინ, როცა,  საქმე სავარაუდო დანაშაულთან გვაქვს და  რომელსაც ის დიანა სტაროდუბთან ერთად არჩვენების დღეს ქუთაისში ჩადიოდა.

თამთა დოლენჯაშვილმა "ოცნების" მხარდამჭერს, რომელიც პრეზიდენტის სახელით თაღლითობს,  სახლშ მას შემდეგ მიაკითხა, რაც შაბათის ეთერმა მისი ვიდეოჩანაწერები მოიპოვე, სადაც თავად აღიარებს, რომ ხალხს ფული გამოსძალა, ხელწერილს წერს და ფულს უკან დაუბრუნებს. თუმცა აღმოჩნდა, რომ მას მხოლოდ ჟურნალისტები არ ეძებენ დ მეზობლები თაღლითობის მსხვერპლ ადამიანებს შეწუხებული ჰყავთ. 

რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალი მოქალაქეების ნაწილს სუს-ის აგენტად გაეცნო და ფული ასე გამოსძალა. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ადამიანებთან საუბრის დროს დიანა სტაროდუბი პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსანს ასახელებს, როგორც მის უშუალო ხელმძღვანელებს. ხვიჩა ზივზივაძეს, კოკა მაისურაძეს და ბერიკა გუბელაძეს - არსებობს ეჭვი, რომ სწორედ ისინი მფარველობენ ქალს, რომელიც პრეზიდენტის სახელი თაღლითობს.  

ჯამში 100 ათას ლარს აღწევს, თანხა რომელიც ახალგაზრდა ქალმა ხალხს, ხან პრეზიდენტის და ხან სუს-ის სახელით გამოსძალა, მისი მთავარი სავიზოტო ბარათი პოლიციელბთან ერთად მეგობრულ გარემოში გადაღებული ფოტოებია, თუმცა ამ დრომდე დაზარალებულები სამართალს ვერ პოულობენ. აგენტი ქალით პოლიცია არ ინტერესდება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები