საქართველო მრავალფეროვა ქვეყანაა, მაგრამ ყველას ხმა ყოველთვის არ ისმის - კელი დეგნანი
საქართველო მრავალფეროვა ქვეყანაა, მაგრამ ყველას ხმა ყოველთვის არ ისმის - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
საქართველო მრავალფეროვა ქვეყანაა, მაგრამ ყველას ხმა ყოველთვის არ ისმის, განსაკუთრები რეგიონებში. ვფიქრობ, ის პრინციპები, რომელიც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ახლა უნდა აღსრულდეს და უნდა მოხდეს კანონის დამოუკიდებელი აღსრულება. კარგად ჩანს ის თუ სად არის მომავლის გზა. ახლა მოძრაობაა საჭირო“ - განაცხადა დიპლომატმა.
მეტიც, მისი თქმით, ძლიერი, ჯანმრთელი დემოკრატიები არასდროს წყვეტენ განვითარებას და დახვეწას და „უნდა იყოს მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი გამჭირვალობა, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ როგორ მუშაობს მათი მთავრობა“
ჩვენ საკუთარი დემოკრატიის დახვეწაზე 245 წელია ვმუშაობთ და ჯერ ისევ გვაქვს საქმე გასაკათებელი. საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მიაღწია. ისტორიას, რომ გადავხედოთ ვნახავთ, ძალიან რთული პერიოდები იყო. ეს ძალიან დასაფასებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გასაკეთებელი არაფერია. ქართველები პირველები აღიარებენ იმას, რომ პროცესი უნდა გაგრძელდეს.
უნდა იყოს მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი გამჭირვალობა, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ როგორ მუშაობს მათი მთავრობა, როგორი სახის მხარდაჭერას უწევს მოქალაქეებს, როგორ ცდილობს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას. უნდა არსებობდეს უფრო მეტად მრავალფეროვანი პროცესი, - განაცხადა კელი დეგნანმა.