მთავრობას მტკიცედ ვთხოვთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სამართლიანი იყოს - აშშ-ის ელჩი

05.02.22 20:10
მთავრობას მტკიცედ ვთხოვთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სამართლიანი იყოს - აშშ-ის ელჩი

"მთავრობას მტკიცედ ვთხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სამართლიანი იყოს და მის წინააღმდეგ ბრალდებები სრულად იყოს წარმოდგენილი იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს ლეგიტიმურია თუ არა ეს ბრალდება"- ამის შესახებ განცხადება  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, აშშ კანონის უზენაესობას პატივს სცემს, შეერთებულ შტატებზე არ არის დამოკიდებული ბრალდების ხარისხიანობის განსაზღვრა, თუმცა იქვე მთავრობას მოვუწოდებს, რომ დაიცვან მისი ადამიანის უფლებები: 

მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ძალიან დაძაბულ დროს დაბრუნდა. ზუსტად არჩევნების დაწყების წინ, როდესაც პოლარიზაცია ძალიან იყო გაღრმავებული. ჩვენ როგორც საჯარო, ისე კერძო საუბრებში მთავრობას მოვუწოდეთ, რომ დაიცვან მისი ადამიანის უფლებები და მას ღირსების დაცვით მოექცნენ, რომ სათანადო სამედიცინო მომსახურება და სამართლიანი სასამართლო პროცესი მიიღოს, რაც გაეროს ადამიანის უფლებების კონვენციის საბაზისო პრინციპია.

ასევე მოვუწოდეთ მთავრობას დაიცვას სახალხო დამცველის რეკომენდაციები. ვისაც კონსტიტუცია ავალდებულებს მოქალაქეების უფლებების დაცვას. ძალიან კარგი ბაზისი არსებობს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს პატივისცემით და ღირსებით მოპყრობა, რაც მას ეკუთვნის საერთაშორისო სამართლის და სხვა საერთშორისო შეთანხმებების საფუძველზე.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად გავაგრძელებთ მის მიმდინარე სასამართლო საქმეებზე დაკვირვებას და რა დონემდეც შეგვიძლია ამის გაკეთება, იმაში დარწმუნებას, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს წვდომა და ის იღებდეს მისთვის საჭირო სამედიცინო მზრუნველობას“, - აღნიშნა ელჩმა.