სპეცსამსახურის გაკეთებულია - ელისო კილაძე "იმედის" კადრებზე
,,ქრონიკა+"-ის რეადაქტორი, ელისო კილაძე თვლის, რომ კადრები, რომელიც ტელეიმედმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარის წინააღმდეგ გამოაქვეყნა, სპეცსამსახურების მიერ არის ფარულად გადაღებული. კილაძეს მიაჩნია, რომ ამის მიზანი "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების გაღრმავებაა.
თუ კარგად დავაკვირდებით, ჩანს, რომ ეს არ არის ტელეფონით და რიგითი მოქალაქის მიერ გადაღებული. საკმაოდ კარგი ხარისხია, გადაღებული ფარული კამერით ანუ ე.წ. ღილის მეშვეობით. რა თქმა უნდა, ეს არის სპეცსამსახური გაკეთებული და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ სპეცსამსახური და სუსი კონკრეტულად ყველა პოლიტიკურ ლიდერს უსმენს, უთვალთვალებს. მგონია, რომ ერთ-ერთი აგენტ-პროვოკატორის მიერ არის ეს ჩანაწერი შესრულებული. ტექნიკურად ეს ყველაფერი ჩანს ასე. მიზანი გახლავთ ის, რომ კიდევ უფრო მეტად გააღრმავონ ის დაპირისპირება, რაც არსებობს რეალურად "ნაციონალურ მოძრაობაში". ბევრი პრეტენზია აქვთ "ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს ნიკა მელიას მისამართით, რომ პარტია არ აკეთებს ყველაფერს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, -თქვა კილაძემ.
ტელეიმედმა ფარულად გადაღებული ვიდეკადრები გაავრცელა, სადაც ნიკა მელია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოშ ჩამოსვლის წინააღმდეგია. მოგვიანებით ტელეიმედს "ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარემ სოცილაური ქსელით უპასუხა.