მთავრობას მტკიცედ ვთხოვთ, სააკაშვილის სასამართლო პროცესი იყოს სამართლიანი - კელი დეგნანი

06.02.22 12:18
მთავრობას მტკიცედ ვთხოვთ, სააკაშვილის  სასამართლო პროცესი იყოს სამართლიანი - კელი დეგნანი

აშშ-ს აელჩი საქართელოშ კელი დეგნანი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს საქართელოს მესამე პრეზიდენტის მიმართ სამართლიანი სასამართლო პროცესი და ადექვატური სამედიცინო დახმარება უზრუნველყოს. დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რამდენად ლეგიტიმურია მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოდგენილი ბრალდებები. 

ბატონი სააკაშვილი ქვეყანაში ძალიან დაძაბულ დროს დაბრუნდა, ზუსტად არჩევნების დაწყების წინ, როცა პოლარიზაცია უკვე ძალიან იყო გაღრმავებული. ჩვენ როგორც საჯაროდ, ასევე კერძო საუბრებში მტავრობას მოვუწოდეთ, რომ დაიცვან მისი ადამიანის უფლებები და მას ღირსების დაცვით მოექცნენ, რომ მან სათანადო სამედიცინო მომსახურება და რა თქმა უნდა, სამართლიანი სასამართლო პროეცსი მიიღოს. მთავრობას მტკიცედ ვთხოვთ, რომ მისი სასამართლო პროცესი იყოს სამართლიანი და მის წინააღმდეგ ბრალდებები იყოს სრულად წარმოდგენილი იმისთის, რომ საზოგადოებამ იცოდეს ლეგიტიმურია თუ არა ეს ბრალდებები, - განაცხადა დეგნანმა.