საჭიროა მეტი ანგარიშვალდებულება, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ როგორ მუშაობს მათი მთავრობა - დეგნანი
აშშ-ს ელჩს საქართელოში, კელი დეგნანს მიაჩნია, რომ მთავრობა მოქალაქეების მიმართ მეტად ანგარიშვალდებული უნდა იყოს. დიპლომატის თქმით, საჭიროა ხალხმა იცოდეს, რას აკეთებს ხელისუფლება მათი კეთილდღეობისთვის.
უნდა იყოს მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი გამჭვირვალობა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ როგორ მუშაობს მათი მთავრობა. როგორი სახის მხარდაჭერას აძლევს მთავრობა მოქალაქეებს, როგორ ცდილობს მტავრობა ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას. უნდა არსებობდეს უფრო მეტად მრავალფეროვანი პროცესი. ეს მრავალფეროვანი ქვეყანაა, მაგრამ ყველას ხმა ყოველთვის არ ისმის, განსაკუთღებით რეგიონებში. აშშ მზადაა საქართველოს დაეხმაროს ძლიერი დემოკრატიის ხედვის განხორციელებაში. ვერაფერს, რაც ამა ეწინააღმდეგება, რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროგრესს, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ, - განაცხადა დეგნანმა.